თარიღი: 2014-06-01 17:33:45
img

სუპერმარკეტების ქსელმა „ფრესკომ“ 1 ივნისს ბავშვებს დიდი დღესასწაული მოუწყო და ერთი დღე მთლიანად მათ მიუძღვნა. 

 

12 საათიდან 6 საათამდე ზღაპრებისა და მულტფილმების გმირებმა „მულტი-პულტის სამყაროდან“, მხიარული ღონისძიება გამართეს, რომელიც დატვირთული იყო სხვადასხვა გასართობი და ინტელექტუალური თამაშებით. „ფრესკოს“ მომსახურე პერსონალი ერთი დღით ბავშვების საყვარელ ზღაპრის გმირებად გადაიქცა.

 

პარკურის ბიჭებმა ექსტრემალური, თავბრუდამხვევი და სანახაობრივი შოუ მოაწყვეს, ბავშვებისთვის სახის მოხატვაზე პროფესიონალი მხატვარი ზრუნავდა.


სპეციალურად ბავშვებისათვის მოწყობილი იყო სახატავი კუთხე. გამოვლინდა საბავშვო ნახატების კონკურსის „ჩემი ფრესკოს“ გამარჯვებული, რომელსაც გადაეცა პრიზები, საუკეთესო ნახატები კი მთელი დღის განმავლობაში იყო გამოფენილი.

 

„ფრესკო“ მუდმივად ზრუნავს მომხმარებლის კეთილგანწყობაზე. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ გვყავდეს რაც შეიძლება მეტი ერთგული და კმაყოფილი მომხმარებელი.

 

სწორედ ამიტომ „ფრესკო“ არ ივიწყებს ისეთ დღესასწაულს, როგორიც არის ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე და თვლის რომ ბავშვებზე ზრუნა ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობის მნიშვნელოვანი ნაწილია.