თარიღი: 2014-12-26 13:21:44
img

25 დეკემბერს, სანზონაში, გურამიშვილის №64-ში სუპერმარკეტების ქსელ „ფრესკო“- ს რიგით მეექვსე სუპერმარკეტი გაიხსნა.

 

 “ფრესკო“ 3000 კვ. მეტრზეა განთავსებული და ის 24 საათის განმავლობაში ემსახურება მომხმარებელს. მის ტერიტორიაზე განლაგებულია თვითმომსახურე კაფე, თონე, საბავშვო კუთხე, აფთიაქი, მიწისქვეშა ავტოსადგომი და სხვა ობიექტები.  ტერიტორია სრულადაა აღჭურვილი უფასო wi-fi ინტერნეტით.

 

ახალი სუპერმარკეტის გახსნასთან ერთად კომპანიამ დამატებით  120 სამუშაო ადგილი შექმნა , საერთო ჯამში კი „ფრესკოს“ თანამშრომლების საერთო რაოდენობამ 1500 ადამიანს მიაღწია.

 

„ფრესკოს“  სუპერმარკეტების ქსელში პროდუქციის მრავალფეროვანი ასორტიმენტია.  სუპერმარკეტში წარმოდგენილია, როგორც ადგილობრივი, ასევე ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან იმპორტირებული ექსკლუზიური პროდუქტები, რომელთა ხარისხზე "ფრესკო" მუდმივად ზრუნავს.

 

 სუპერმარკეტების ქსელი „ფრესკო“ საქართველოს ბაზარზე 2012 წელს შემოვიდა  და დღეისათვის ექვს მსხვილ სუპერმარკეტს ფლობს ვარკეთილში, მუხიანში, ორთაჭალაში, საბურთალოზე, ჩუღურეთსა და უკვე სანზონაშიც. კომპანიის სტრატეგია არის ქსელის გაფართოება მთელი თბილისის მასშტაბით და 2015 წლის ბოლოს  „ფრესკო“ უკვე საკუთრებაში არსებული 10 სუპერმარკეტით იქნება ბაზარზე  წარმოდგენილი.

 

„ფრესკოს“ ახალი სტანდარტების მქონე ინფრასტრუქტურის სუპერმარკეტები ხელს უწყობს თბილისის სხვადასხვა უბნების განვითარებას,  ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს და მომხმარებელს კომფორტულ გარემოში მაღალი ხარისხის პროდუქციას ყველზე დაბალ ფასად სთავაზობს.

 

გვესტუმრეთ და შეგვაფასეთ