თარიღი: 2014-11-27 17:57:31
img

27 ნოემბერს  ჩუღურეთში, ჩიქობავას ქუჩა №22-ში სუპერმარკეტების ქსელ „ფრესკო“- ს რიგით მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა.

 

სუპერმარკეტი „ფრესკო“ 24 საათის განმავლობაში ემსახურება მომხმარებელს  და მის ტერიტორიაზე განთავსებულია: თვითმომსახურე კაფე, თონე, საბავშვო კუთხე, აფთიაქი, მიწისქვეშა ავტოსადგომი და სხვა ობიექტები.  ტერიტორია სრულადაა აღჭურვილი უფასო wi-fi ინტერნეტით. 

 

„ფრესკოს“ შენობის არქიტექტურა და დიზაინი კარგადაა შერწყმული თბილისის ისტორიული უბნის განაშენიანებასთან და მისი საერთო ფართობი 3000 კვადრატულ მეტრს მოიცავს.

 

ახალი სუპერმარკეტის გახსნასთან ერთად კომპანიამ დამატებით  200 ახალი სამუშაო ადგილი შექმნა, საერთო ჯამში კი „ფრესკოს“ თანამშრომლების საერთო რაოდენობა 2014 წლის ბოლოსათვის 1500 ადამიანს მიაღწევს.

 

„ფრესკოს“  სუპერმარკეტების ქსელში პროდუქციის მრავალფეროვანი ასორტიმენტია.  სუპერმარკეტში წარმოდგენილია, როგორც ადგილობრივი, ასევე ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან იმპორტირებული ექსკლუზიური პროდუქტები, რომელთა ხარისხზე "ფრესკო" მუდმივად ზრუნავს.

 

 სუპერმარკეტების ქსელი „ფრესკო“ საქართველოს ბაზარზე 2012 წელს შემოვიდა  და დღეისათვის ოთხ მსხვილ სუპერმარკეტს ფლობს ვარკეთილში, მუხიანში, ორთაჭალასა და საბურთალოზე. 2014 წლის 25 დეკემბერს  „ფრესკოს“ ქსელს კიდევ ერთი სუპერმარკეტი ნაძალადევში, გურამიშვილის გამზირი №61-ში შეემატება. თუმცა  „ფრესკო“ ამით გაჩერებას არ აპირებს. კომპანიის სტრატეგია მოიცავს ქსელის გაფართოებას მთელი თბილისის მასშტაბით და 2015 წლის ბოლოს  „ფრესკო“ უკვე საკუთრებაში არსებული 10 სუპერმარკეტით იქნება ბაზარზე  წარმოდგენილი.

 

„ფრესკოს“ ახალი სტანდარტების მქონე ინფრასტრუქტურის სუპერმარკეტები ხელს უწყობს თბილისის სხვადასხვა უბნების განვითარებას,  ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს და მომხმარებელს კომფორტულ გარემოში მაღალი ხარისხის პროდუქციას ყველზე დაბალ ფასად სთავაზობს.

 

გვესტუმრეთ და შეგვაფასეთ!