თარიღი: 2014-08-04 11:53:04
img

სუპერმარკეტების ქსელმა „ფრესკო“-მ დაარსა "ფრესკოს საქველმოქმედო ფონდი", რომლის მიზანიცაა დაეხმაროს იმ ადამიანებს, ვისაც ეს ყველაზე  მეტად სჭირდება. 

 

1 აგვისტოდან  ყველა ჩვენს მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა გახდეს ფონდის ქველმოქმედების თანამონაწილე და მის მიერ შეძენილი ყოველი პოლიეთილენის პარკიდან შემოსული თანხით დაეხმაროს სხვას.

 

ჩვენ, თქვენი უშუალო დახმარებით შევუმსუბუქებთ  ცხოვრებას ძალიან ბევრ ადამიანს!

 

სუპერმარკეტების ქსელ „ფრესკოს“ მომხმარებელსა და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს საშუალება ექნება მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია ფონდის საქმიანობის შესახებ. ჩვენი ერთობლივი ქველმოქმედების  ანგარიშები გამოქვეყნდება „ფრესკოს“ ვებგვერდზე და სუპერმარკეტებში განთავსებულ საინფორმაციო სტენდზე.

 

„ფრესკო“ მზადაა უპასუხოს თითოეული თქვენგანის შეკითხვას.

 

მადლობა ქველმოქმედებისთვის!