თარიღი: 2017-10-20 18:03:26
img

სუპერმარკეტების ქსელი “ფრესკო„ აცხადებს ვაკანსიას კატეგორიის მენეჯერის პოზიციაზე და სამუშაოდ იხმობს მოტივირებულ და ენერგიულ ადამიანებს!

 

ასაკი: 25 წლიდან

 

 

 

მოვალეობები:

 

  • პროგრამული შეკვეთების უზრუნველყოფა;
  • მომწოდებლებთან ურთიერთობა სასაქონლო კუთხით;
  • აქციების დაგეგმვა/განხორციელება;
  • შეცვლილი ფასების კონტროლი;
  • პროდუქციის ანალიზი;
  • მარჟის ანალიზი;
  • ასორტიმენტის სისწორის კონტროლი;
  • ახალი მომწოდებლის მოძიება;
  • ნაშთების ოპტიმიზაცია;
  • საქონლის ნომენკლატურის და ასორტიმენტის ცოდნა;
  • საქონლის ხარისხის განსაზღვრის და სასაქონლო დანაკარგების შემცირების მეთოდების ცოდნა;
  • საქონლის მოძრაობის აღრიცხვის ძირითადი პრინციპების ცოდნა;
  • უშუალო ხელმძღვანელის დავალებების დროული შესრულება.

 

 

აუცილებელი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • სასურველია პროგრამა apex-ში მუშაობის გამოცდილება.

 

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

 

  • ორგანიზებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • პუნქტუალურობა;

 

 

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებს, გთხოვთ გამოაგზავნეთ რეზიუმე,ფოტოსურათთან ერთად,შემდეგ ელექტრონულ მისამართზე vacancy@fresco.ge და სათაურის ველში - “Subject” მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება.

 

 

გისურვებთ წარმატებებს!

სუპერმარკეტების ქსელი „ფრესკო“

ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი

ტელ: + 995 32 2 907 907