თარიღი: 2017-10-20 16:15:31
img

სუპერმარკეტების ქსელი “ფრესკო„ აცხადებს ვაკანსიას სუპერმარკეტის გენერალური მენეჯერის  პოზიციაზე და სამუშაოდ იხმობს მოტივირებულ და ენერგიულ ადამიანებს!

 

ასაკი: 25 წლიდან

 

 

მოვალეობები:

  • დაქვემდებარებულ თანამშრომლებს შორის ფუნქცია-მოვალეობების განაწილება, მათი სამუშაოს კოორდინირება, შესასრულებელი სამუშაოს ზედამხედველობა;
  • სუპერმარკეტში კლიენტების  მაღალი სტანდარტით მომსახურების უზრუნველყოფა;
  • დარბაზში პროდუქციის შევსების უზრუნველყოფა;
  • პროდუქციის შენახვის პირობების დაცვის კონტროლი;
  • უშუალო ხელმძღვანელის მითითებების შესრულება.

 

აუცილებელი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება (საცალო გაყიდვების სფეროში);
  • სასურველია პროგრამა Apex-ში მუშაობის გამოცდილება.

 

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

  • მართვისა და ხელმძღვანელობის უნარი;
  • სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
  • თანამშრომლების მოტივაციისა და განვითარების უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
  • პრობლემების ანალიზის, სწრაფი რეაგირებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
  • მომსახურების ხარისხზე და კლიენტზე ორიენტირებულობა;
  • გაყიდვების პრინციპების ცოდნა.
  • მომსახურების პრინციპების ცოდნა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • შედეგზე ორიენტირებულობა;

 

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებს, გთხოვთ გამოაგზავნეთ რეზიუმე,ფოტოსურათთან ერთად,შემდეგ ელექტრონულ მისამართზე vacancy@fresco.ge და სათაურის ველში - “Subject” მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება „სუპერმარკეტის გენერალური მენეჯერი“.

 

გისურვებთ წარმატებებს!

სუპერმარკეტების ქსელი „ფრესკო“

ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი

ტელ: + 995 32 2 907 907