Management

 

 სოფიო კორძახია

 გენერალური დირექტორი

 

 2016 წლის თებერვლის თვეში დაინიშნა კომპანია „ფრესკოს“ გენერალურ  დირექტორად.  2014 წლიდან იყო  "პროკრედიტ ბანკის" დირექტორი,  სათავეში ედგა ადამიანური რესურსების, ფინანსების, საინფორმაციო  ტექნოლოგიების,შიდა  მომსახურების განყოფილებებსა  და  კომპლაენსისა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის  აღკვეთის ქვეგანყოფილებას.

 

 სოფიო "პროკრედიტ ბანკში" მუშაობდა 2005 წლიდან. დირექტორად  დანიშვნამდე იკავებდა სხვადასხვა წამყვან პოზიციებს  ადამიანური  რესურსების მართვის, რისკების მართვისა და კლიენტთა მომსახურების მიმართულებებით. სოფიო კორძახიამ 2014 წელს დაამთავრა პროკრედიტის აკადემია ტოპ-მენეჯერებისთვის (ფიურტი, გერმანია),2011 წელს კი პროკრედიტის რეგიონალური აკადემია (მაკედონია). 2009 წელს სოფიო  კორძახია გახდა ფინანსურ მეცნიერებათა მაგისტრი (გერმანია).

 

 

 ალექსანდრე გურეშიძე

 დირექტორთა საბჭოს წევრი

 გენერალური დირექტორის მოადგილე ინვენტარიზაციისა და ხარისხის მართვის დარგში

 

 2016 წლიდან იკავებს გენერალური დირექტორის მოადგილის პოზიციას  აღწერის  და ინვენტარიზაციის დარგში.

 2014 წლის 1 იანვარს დაინიშნა დირექტორთა საბჭოს წევრად და  აღწერისა და  ინვენტარიზაციის სამსახურის უფროსად.

 ალექსანდრე გურეშიძე კომპანია "ფრესკოში" მუშაობს 2013 წლიდან.

 

 

 

 

 

 

 

 ზურაბ კახელაძე

 დირექტორთა საბჭოს წევრი

 გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე კომერციულ დარგში

 

 2017 წლის 29 აგვისტოდან დაინიშნა კომპანია „ფრესკოს“ დირექტორთა  საბჭოს  წევრად და  გენერალური დირექტორის პირველ  მოადგილედ საოპერაციო დარგში.

 1995 წლიდან მუშაობდა სხვადასხვა წამყვან პოზიციებზე გაყიდვების და  პროექტების  მართვის მიმართულებით. 2012 – 2014 წლებში ზურაბ  კახელაძე მუშაობდა კომპანია  „ფრესკოში“ გენერალური დირექტორის მოადგილის პოზიციაზე.

 2006 წლიდან არის რითელ ბიზნესში და სხვადასხვა დროს იკავებდა, გაყიდვების  ხელმძღვანელის, დირექტორის და საოპერაციო დირექტორის პოზიციებს.

 ​კომპანია "ფრესკოში" მუშაობს 2016 წლიდა

 

 

 

 

 

 

 ნანა ტაბატაძე

 დირექტორთა საბჭოს წევრი

 გენერალური დირექტორის მოადგილე საოპერაციო დარგში

 

 ნანა ტაბატაძე 2017 წლის 29 აგვისტოდან დაინიშნა დირექტორთა საბჭოს წევრად და  გენერალური დირექტორის მოადგილედ  საოპერაციო დარგში. 
 2013 - 2014 წლებში მუშაობდა კომპანია "კარფურ საქართველოში", "კარფურ ჯითისი"  და "კარფურ ქარვასლას" გენერალურ  მენეჯერად. 2005 წლიდან არის რითეილ  ბიზნესში და სხვადასხვა დროს იკავებდა სუპერმარმარკეტების და ქსელის მენეჯერის  პოზიციებს.

 კომპანია "ფრესკოში" მუშაობს 2016 წლიდან 

 

 

 

 

 

 

 

 

 ეთერ გურგენაშვილი 

 დირექტორთა საბჭოს წევრი    

 გენერალური დირექტორის მოადგილე ფინანსურ დარგში - მთავარი ბუღალტერი

 

 2016 წელს დაინიშნა კომპანია "ფრესკოს"  დირექტორთა საბჭოს წევრად და

 გენერალური დირექტორის მოადგილედ ფინანსურ დარგში - მთავარი ბუღალტერი.

 2003 წლიდან 2016 წლამდე მუშაობდა "პროკრედიტ ბანკში" მთავარი ბუღალტრის      მოადგილედ. 2003 წლამდე სხვადასხვა საფინანსო ორგანიზაციებში მუშაობდა  დირექტორის მოადგილედ საბუღალტრო აღრიცხვის და ანალიზის  დარგში, სავალუტო ოპერაციების სამმართველოს წამყვან ეკონომისტად, საგარეო  ეკონომიკური განყოფილების უფროს ეკონომისტად.

 

 

 

 

 

 

 

 გიგა გაჩეჩილაძე

 დირექტორთა საბჭოს წევრი

 გენერალური დირექტორის მოადგილე იურიდიულ, ადამიანური რესურსების მართვის,   დაცვისა და შიდა უსაფრთხოების დარგში

 

 2016 წლის ივლისში დაინიშნა კომპანია „ფრესკოს“ დირექტორთა საბჭოს წევრად და  იურიდიული დეპარტამენტის უფროსად.

 2016 წლის დეკემბრის თვიდან გიგა იკავებს  გენერალური დირექტორის მოადგილის,   იურიდიული, ადამიანური რესურსების მართვის, დაცვისა და შიდა   უსაფრთხოების დეპარტამანტის   უფროსის   პოზიციას. 2013 წლამდე მუშაობდა   სხვადასხვა იურიდიულ კომპანიაში.

 2013 წლიდან 2015 წლამდე იყო შპს ,,დეა-კოსმეტიკს“ იურიდიული დეპარტამენტის   უფროსი. გიგა გაჩეჩილაძე კომპანია „ფრესკოში“ მუშაობს 2015 წლიდან.

 

 

 

 

 

 

 ალექსანდრე სანადირაძე

 დირექტორთა საბჭოს წევრი

 გენერალური დირექტორის მოადგილე სამშენებლო დარგში 

 

 2016 წლის სექტემბრის თვეში დაინიშნა დირექტორთა საბჭოს წევრად და გენერალური  დირექტორის მოადგილედ სამშენებლო დარგში.

 2005 წლიდან 2012 წლამდე მუშაობდა შპს "სახელმწიფო უზრუნველყოფაში"  მშენებლობის და ექსპლუატაციის სამსახურის უფროსის პოზიციაზე.

 1990 წლიდან 2005 წლამდე მუშაობდა "თბილმეტროპოლიტენში" სხვადასხვა წამყვან  პოზიციებზე. ალექსანდრეს მონაწილებით აშენებულია პრეზიდენტის ავლაბრის  რეზიდენცია, სვანეთის სასტუმრო კომპლექსი, ზუგდიდის სამთავრობო რეზიდენცია.  

 ალექსანდრე სანადირაძე კომპანია "ფრესკოში" მუშაობს 2014 წლიდან ტექნიკური  მენეჯერის პოზიციაზე.