საქველმოქმედო ფონდი

 

სუპერმარკეტების ქსელმა „ფრესკო“-მ 2014 წლის ივლისის თვეში დაარსა "ფრესკოს საქველმოქმედო ფონდი", რომლის მიზანიცაა დაეხმაროს იმ ადამიანებს, ვისაც ეს ყველაზე  მეტად სჭირდება.

 

ჩვენ, ერთად  შევუმსუბუქებთ  ცხოვრებას ძალიან ბევრ ადამიანს!

სუპერმარკეტების ქსელ „ფრესკოს“ მომხმარებელსა და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს საშუალება აქვს მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია ფონდის საქმიანობის შესახებ „ფრესკოს“ ვებგვერით და ფეისბუქ გვერდის საშუალებით.  

 

მადლობა ქველმოქმედებისთვის!

 

თარიღი: 2018-07-23 00:00:00
img

"ფრესკოს საქველმოქმედო ფონდმა" საქართველოს საპატრიარქოს 6000 კგ კარტოფილი გადასცა საქველმოქმედო მიზნებისათვის, აღნიშნული კარტოფილი დაურიგდათ საპატრიარქოს მიერ სოციალურად დაუცველ და ხელმოკლე ადამიანებს.

......სრულად
თარიღი: 2018-06-01 13:07:08
img

"ფრესკოს საქველმოქმედო ფონდის" წარმომადგენლები სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებს ესტუმრნენ.ფონდის პრეზიდენტმა ქნ. მადონა კიკორიამ თითოეულ ოჯახს მათთვის საჭირო საკვები პროდუქტები,პატარებს კი ტკბილეული და სათამაშოები გადასცა საჩუქრად.

......სრულად
თარიღი: 2018-05-26 13:14:29
img

"ფრესკოს საქველმოქმედო ფონდმა" "ფრესკო ორთაჭალაში" აფხაზეთის ომში მონაწილე ვეტერანებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა, "ფრესკოს" გენერალურმა დირექტორმა ქნ.სოფიო კორძახიამ მათ სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

ფონდის წარმომადგენლები სახლებშიც ეწვივნენ ომის ვეტერანებს და მიულოცეს 26 მაისი.

......სრულად
თარიღი: 2018-04-19 15:10:02
img

„ფრესკოს საქველმოქმედო ფონდის“  წევრები  აღდგომის დღესასწაულის აღსანიშნავად აპრილის თვეში მოხუცთა  თავშესაფარს „სიკეთის ლამპარს“  ესტუმრნენ.

ფონდის ხელმძღვანელმა მადონა კიკორიამ  თავად მოინახულა ხანდაზმულები და გადასცა მათთვის მნიშვნელოვანი საკვები პროდუქტები.

......სრულად
თარიღი: 2018-03-21 11:05:31
img

"ფრესკოს საქველმოქმედო ფონდმა" მორიგი აქტივობა განახორციელა, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ფონდის წარმომადგენლები "პირველი ნაბიჯი საქართველოს" დღის ცენტრს ესტუმრნენ.
დღის ცენტრს საჩუქრად გადაეცათ მათთვის საჭირო საკვები პროდუქტები, მათი პატარა ბენეფიციარების განწყობაზე კი იზრუნეს ანიმატორებმა.

......სრულად