საქველმოქმედო ფონდი
თარიღი: 2015-11-04 11:37:49
img

2015 წლის ოქტომბრის საქველმოქმედო აქცია.

„ფრესკოს საქველმოქმედო ფონდმა“ „ფრესკოს“ მომხმარებლების მონაწილეობით მორიგი აქცია ჩაატარა. 
ფონდის წარმომადგენლები მოხუცთა და ინვალიდთა სახლს „სიკეთის ლამპარს“ ესტუმრნენ  და პროდუქტით, ტკბილეულითა და საჭირო ნივთებით მოამარაგეს.
„სიკეთის ლამპარის“ ხანდაზმულთა სახელით მადლობას გიხდით იმ ქველმოქმედებისთვის, რომელიც თქვენ, ჩვენო ძვირფასო მომხმარებლებო ფრესკოს სუპერმარკეტებში სიარულით გაწიეთ, ეს არ არის მხოლოდ „ფრესკოს“ მიერ გაწეული ქველმოქმედება, ეს არის თქვენი, ჩვენი ყველა მომხმარებლის წვლილი ძალიან კეთილ საქმეში.