საქველმოქმედო ფონდი

 

სუპერმარკეტების ქსელმა „ფრესკო“-მ 2014 წლის ივლისის თვეში დაარსა "ფრესკოს საქველმოქმედო ფონდი", რომლის მიზანიცაა დაეხმაროს იმ ადამიანებს, ვისაც ეს ყველაზე  მეტად სჭირდება.

 

ჩვენ, ერთად  შევუმსუბუქებთ  ცხოვრებას ძალიან ბევრ ადამიანს!

სუპერმარკეტების ქსელ „ფრესკოს“ მომხმარებელსა და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს საშუალება აქვს მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია ფონდის საქმიანობის შესახებ „ფრესკოს“ ვებგვერით და ფეისბუქ გვერდის საშუალებით.  

 

მადლობა ქველმოქმედებისთვის!

 

თარიღი: 2018-04-19 15:10:02
img

„ფრესკოს საქველმოქმედო ფონდის“  წევრები  აღდგომის დღესასწაულის აღსანიშნავად აპრილის თვეში მოხუცთა  თავშესაფარს „სიკეთის ლამპარს“  ესტუმრნენ.

ფონდის ხელმძღვანელმა მადონა კიკორიამ  თავად მოინახულა ხანდაზმულები და გადასცა მათთვის მნიშვნელოვანი საკვები პროდუქტები.

......სრულად
თარიღი: 2018-03-21 11:05:31
img

"ფრესკოს საქველმოქმედო ფონდმა" მორიგი აქტივობა განახორციელა, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ფონდის წარმომადგენლები "პირველი ნაბიჯი საქართველოს" დღის ცენტრს ესტუმრნენ.
დღის ცენტრს საჩუქრად გადაეცათ მათთვის საჭირო საკვები პროდუქტები, მათი პატარა ბენეფიციარების განწყობაზე კი იზრუნეს ანიმატორებმა.

......სრულად
თარიღი: 2018-03-19 14:41:45
img

"ფრესკოს საქველმოქმედო ფონდმა" მარტის თვეში, დახმარება გაუწია 3 თვის ერეკლე დანელიას, მას  მოკლე ნაწლავის სინდრომი აქვს და  ესაჭიროება ოპერაცია. ფონდმა შეიტანა წვლილი საოპერაციო ხარჯებში და ერეკლეს ანგარიშზე გადაირიცხა 1000 ლარი. ვუსურვებთ პატარა ერეკლეს გამოჯანმრთელებას.

 

......სრულად
თარიღი: 2018-03-13 11:28:42
img

ქრისტინე დევიძე უკვე ორი წელია „ფრესკო ჩიქობავას“ დღის კონსულტანტია,თქვენ ალბათ ხშირად ხვდებით მას ტკბილეულის სექციაში.

ამავდროულად, ქრისტინე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის VI კურსის სტუდენტია, მან სწავლის დაფინანსებასთან დაკავშირებით შექმნილი პრობლემის გამო მომართა „ფრესკოს საქველმოქმედო ფონდს“.

ფონდმა გაითვალისწინა ქრისიტინას ოჯახური მდგომარეობა, რის საფუძველზეც დაუფინანსა სწავლის საფასური.
წარმატებები ქრისტინეს!

......სრულად
თარიღი: 2018-02-21 16:24:26
img

"ფრესკოს საქველმოქმედო ფონდი" სოციალურად დაუცველი ოჯახის პატარა წევრს,3 წლის ლუკას ესტუმრა, მას ფონდის ხელმძღვანელმა ქნ. მადონა კიკორიამ, ტკბილეული,სათამაშო და საკვები პროდუქტი გადასცა საჩუქრად.

......სრულად