ფასდაკლების ბარათი

 

ხშირად დასმული კითხვები:

 

1. ვის შეუძლია ბარათის აღება?
2. სად შეიძლება ბარათის აღება?
3. როგორ შემიძლია ბარათის აღება?
4. რამდენ ხანში შემეძლება ბარათის გამოყენება?
5. საიდან გავიგო დაზოგილი თანხის ოდენობის შესახებ?
6. აქვს თუ არა ვადა ბარათს?
7. როგორ მოვიქცე ბარათის დაკარგვის შემთხვევაში?

 

1. ვის შეუძლია ბარათის აღება?

 

ბარათის აღება შეუძლია ნებისმიერ სრულწლოვან ადამიანს, რომელიც ერთჯერადად დახარჯავს 50 ლარს "ფრესკოში".

ბარათი გაიცემა პირადობის მოწმობის საფუძველზე.

 

2. სად შეიძლება ბარათის აღება?

 

ბარათის აღება შესაძლებელია სუპერმარკეტების ქსელ "ფრესკოს" ნებისმიერ სუპერმარკეტში დილის 11-დან საღამოს 8 საათამდე.

  

3. როგორ შემიძლია ბარათის აღება?

 

იმისთვის რომ მიიღოთ "ფრესკოს" ფასდაკლების ბარათი პირველადი დანახარჯი უნდა შეადგენდეს 50 ლარს ან მეტს.  ჩეკს წარადგენთ სუპერმარკეტში არსებულ ბარათის გამცემ პუნქტში, სადაც გაივლით რეგისტრაციას. 

 

4. რამდენ ხანში შემეძლება ბარათის გამოყენება?

 

ბარათი გადმოგეცემათ რეგისტრაციისთანავე, მაგრამ გააქტიურება მოხდება გაცემიდან 24 საათის განმავლობაში. 

 

5. საიდან გავიგო დაზოგილი თანხის ოდენობის შესახებ?

 

დანაზოგი აღნიშნული იქნება ჩეკზე.

 

6. აქვს თუ არა ვადა ბარათს?

 

ბარათი უვადოა. 

 

7. როგორ მოვიქცე ბარათის დაკარგვის შემთხვევაში?

 

უნდა მიბრძანდეთ "ფრესკოს" სუპერმარკეტში, შეიძინოთ 50 ლარის პროდუქტი და გადმოგეცემათ ახალი ბარათი.

......სრულად
ფრესკოს პარტნიორთა კლუბი

„ფრესკოს“ 5%-იანი ფასდაკლების ბარათის გამოყენებით თქვენ მიიღებთ ფასდაკლებას როგორც „ფრესკოს“ ქსელში არსებულ ყველა სუპერმარკეტში, ასევე:

 

1. პარფიუმერიის მაღაზიათა ქსელი „ქალთა ბედნიერება" – 5%

2. ავტო სერვისცენტრი „პრემიუმ ავტო“ – 5-15%

3. ოპტიკური სალონების ქსელი „ოპტიმისტი“ – 10%